სამედიცინო მოწყობილობების იმპორტი 30%-მდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს სამედიცინო მოწყობილობების იმპორტი 30%-მდე გაიზარდა. 2023 წელს საქართველომ $27 მლნ-ის სამედიცინო მოწყობილობები შეიძინა.
საუბარია სხვადასხვა სამედიცინო ინსტრუმენტებსა და მოწყობილობებზე, წნევის საზომ აპარატებზე, ენდოსკოპებზე, სისხლის გადასხმის აპარატურაზე, ნერვული სტიმულირების აპარატურასა და სხვა „წვრილ“ სამედიცინო ტექნიკაზე.
აღნიშნული პროდუქციის ღირებულება $26 792 000-ია.
იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა: ნიდერლანდები, გერმანია, ჩინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და სხვა.
შარშან აღნიშნული პროდუქციის იმპორტმა $21 მლნ იყო.
წყარო: jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ