ბედნიერი ვიქნებოდი, გილაური იყოს პრემიერობის კანდიდატი, მაგრამ შეთანხმებული არაა – გვარამია

პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერის, ს თქმით, გირჩი-დროასთან საარჩევნოდ გაერთიანების შედეგ, პრემიერმინისტრობის კონკრეტული კანდიდატი ჯერ არ ჰყავთ, თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე – განიხილება თუ არა ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური შესაძლო კანდიდატად – უპასუხა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუკი “საქართველოს წინსვლას” ხელში გილაური ჩაიბარებს.
“რაც შეეხება პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რისი ერთგულიც ვართ ჩვენ და რასაც ხელი მოვაწერეთ, ვგულისხმობ ს დოკუმენტს, რომ მომავალი პრემიერი, ზოგადად მთავრობა იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული დღევანდელი, მოქმედი პოლიტიკური სპექტრისგან, ანუ არ იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ამას ჩვენ ვეთანხმებით და შესაბამისად, ამაზე ვფიქრობთ, კონკრეტული კანდიდატი არ არსებობს.
[…] ნიკა გილაურთან დაკავშირებით მე არ ვიცი ინფორმაციას ვინ ავრცელებს. ნიკა გილაური ჩემი მეგობარია […] ჩემი აზრით, არის ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კარგი პრემიერმინისტრი და მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ის საქართველოს წინსვლას ჩაიბარებდეს ხელში, დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს გამოუვა, თუმცა, ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს შეთანხმებული და მისგან რაიმე თანხმობა გვაქვს, თუმცა, გამიხარდებოდა ნამდვილად, ნიკა ძალიან მაგარი ბიჭია”. – თქვა გვარამიამ.
ბრიფინგზე გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანების სახელი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რაც შეეხება მათ საარჩევნო ნომერს, “ტექნიკური საკითხი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, ჩვენ შეჯერებულები ვართ ოთხიანზე”.