CNN: ნატოში უკრაინის გაწევრიანებას „შეუქცევადი“ ეწოდება ალიანსის სამიტის დასკვნითი კომუნიკეს წინასწარ ტექსტში

ნატოს ვაშინგტონის სამიტის დასკვნითი კომუნიკეს წინასწარ ტექსტში ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გზას „შეუქცევადი“ ეწოდება, იტყობინება CNN-ი სამ გათვითცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით.
სამიტის წინ, რომელიც დღეს იხსნება, ალიანსის 32 წევრს შორის მოლაპარაკების საკვანძო მნიშვნელობის საკითხად იქცა ის, თუ რამდენად მყარი გარანტიები უნდა მიეცეს ს ნატოში გაწევრიანების თაობაზე.
დოკუმენტის პროექტი შეიძლება კიდევ შეიცვალოს, მაგრამ მასში ასეთი ფორმულირების არსებობა უკვე ითამაშებს სიგნალის როლს სთვის და მოსკოვისთვის, წერს CNN-ი.
ტელეკომპანიის ერთ-ერთმა წყარომ, ამერიკელმა მოხელემ, თქვა, რომ თეთრი სახლი მხარს უჭერს სიტყვა „შეუქცევადის“ გამოყენებას დასკვნით კომუნიკეში იმ პირობით, თუ დოკუმენტში ასევე ჩაიწერება, რომ კიევი გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

ასევე დაგაინტერესებთ