ნიკა გვარამია – ნიკა გილაური ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრია და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩაიბარებდეს საქართველოს წინსვლას, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეთანხმებულია და მისგან თანხმობა გვაქვს

პრემიერ-მინისტრი, მთავრობა იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკური სპექტრისგან და არ იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, – ამის შესახებ “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის დროინდელი პრემიერი, ნიკა გილაური იყოს, გვარამიას თქმით, გილაურისგან თანხმობა არ აქვს, ამიტომ ვერ იტყვის, რომ ეს საკითხი შეთანხმებულია.
“ნიკა გილაური ჩემი მეგობარია. ის ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრია და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩაიბარებდეს საქართველოს წინსვლას, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეთანხმებულია და მისგან თანხმობა გვაქვს”, – განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება ერთიან საარჩევნო ნომერსა და სახელს, გვარამია ამბობს, რომ ნომერ 4-ზე შეთანხმებულები არიან, სახელზე კი მსჯელობენ.
“4-იანზე [საარჩევნო ნომერზე] შეჯერებული ვართ. სახელეზე ვიმსჯელებთ. ერთიანი გადაწყვეტილება გვჭირდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რისი ერთგულიც ვართ და რასაც ხელი მოვაწერეთ, ვგულისხმობ ს დოკუმენტს, არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკური სპექტრისგან და არ იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის