ირაკლი ზარქუა – თითქოსდა, განახლებული სახეებით არაფერი იცვლება – „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, წინ გინდ ორიანი მიუწერე და გინდ – ხუთიანი, მაინც „ნაცები“ არიან თავიდან ბოლომდე – სამარცხვინო სიტუაციაა! ერთმანეთში აქვთ ქიშპი

ამ სახეებით – თითქოსდა, განახლებული სახეებით არაფერი იცვლება – „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, წინ გინდ ორიანი მიუწერე და გინდ – ხუთიანი, მაინც „ნაცები“ არიან თავიდან ბოლომდე, ხუთია მათი ციფრი და „ნაცია“ მათი სახელი! – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მ განუცხადა.
ზარქუას თქმით, მიმდინარეობს შიდა ბრძოლა გავლენებისთვის, „ხალხის ინტერესები კი სულ ფეხებზე ჰკიდიათ, – მთავარია, თუ ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია“.
“გუშინ, ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს. ამ ბიჭმა ასეთი რა დააშავა, რომ სცენაზეც არ აუშვეს, განახლებულ სიაშიც ვერ მოხვდა – „ხაბე“ გამაგრდი, გგულშემატკივრობ!
ახალი სახე ა, თინა ბოკუჩავა, თუ არმაზ დიდი, პარლამენტში რომ ლექციებს ატარებდა ხოლმე?! – ციფრი დაიტოვეს, სათაური შეცვალეს! მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო! ნეტა, ბელადმა იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? – თავისი პარტიის სახელწოდება რცხვენიათ და შეცვალეს! ახალ სახედ არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია უნდა შემოგვასაღონ. კორძაიას მიმართ მეგრული სოლიდარობა მაქვს და არ ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა.
ვინაა ახალი სახე? – ერთი გვარამიაა ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე . სამარცხვინო სიტუაციაა! ერთმანეთში აქვთ ქიშპი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის