ჩინეთისა და ინდოეთის აქციები აზიის წამყვანი აქციები გახდება – TBC კაპიტალი

ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთისა და ინდოეთის აქციები სავარაუდოდ აზიის წამყვანი აქციები გახდება წლის მეორე ნახევარში, – ამის შესახებ TBC კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვაში ვკითხულობთ.
TBC კაპიტალი წერს, რომ ჰეჯ-ფონდებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ე.წ. Short პოზიციები Tesla-ს წინააღმდეგ. შინაგან ეკონომიკაზე მიბმული ბრიტანული აქციები კი გაიზარდა ლეიბორისტული პარტიის მძლავრი გამარჯვების შემდეგ.
ამას გარდა, მზარდი საზაფხულო მოთხოვნის ფონზე, ნავთობის მიმართ ე.წ. Long პოზიციები იზრდება – ნათქვამია TBC კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ