,, ვისაც გჯერათ, რომ ევროპიდან ელჯიბიტი პროპაგანდა მოედინება, იქიდან დაბრუნებულები რაიმე ნიშნებს ხომ არ ატყობთ თავს?” – მაია ბუწაშვილი

,, ვისაც გჯერათ, რომ ევროპიდან ელჯიბიტი პროპაგანდა მოედინება, იქიდან დაბრუნებულები რაიმე ნიშნებს ხომ არ ატყობთ თავს?” –
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:
,,ეგეთი ევროპა არ მინდა” ადამიანებიც ძალიან ბედნიერები არიან “ეგეთი ევროპის” ჩემპიონატით, ზოგი ტელევიზორებთან და ზოგი საერთოდ, ისეთი თავდადებულია, მიუხედავად იმისა, რომ “ეგეთი ევროპა” არ უნდა, ნაკრების ხათრით იმ ევროპაშიც კი გაძლო კარგა ხანს. ზოგი საერთოდ ტურიზმის და შოპინგის მიზნით იტანჯება “ეგეთ ევროპაში”. აი მე, მაგალითად, “ეგეთი ” რომ არ მინდა, საერთოდ არავითარი რუსეთი არ მინდა და რუსეთში ნამყოფიც არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველა დასახლებული კონტინენტის ბევრ ქვეყანაში ვიყავი. ის კი არა, იმდენად მაკლია თავდადება, იქ ჩვენი ნაკრებიც რომ თამაშობდეს, მაინც ვერ გავიხედავ რუსეთისკენ, იმიტომ რომ რუსეთი რუსეთია და ეგეთი და არა-ეგეთი ვერ იქნება, ისევე როგორც ევროპა ერთია და ვერც ის იქნება “ეგეთი” და არა-ეგეთი, ან გინდა ან არა.
ისე, ვისაც გჯერათ, რომ ევროპიდან ელჯიბიტი პროპაგანდა მოედინება, იქიდან დაბრუნებულები რაიმე ნიშნებს ხომ არ ატყობთ თავს? თუ ასეა, არაუშავს, ერთმორწმუნე რუსეთში მიგავლინებთ და მყისიერად განიწმინდებით.”

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”