პესკოვის თქმით, კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე “ანტირაკეტა” ჩამოვარდა

კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ამბობს, რომ ს ბავშვთა საავადმყოფოს შემთხვევაში ანტირაკეტის ჩამოვარდნაზეა საუბარი. პესკოვმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით იმოქმედონ, რომელიც სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს გამორიცხავს.
“და რომელშიც მითითებული, რომ ანტირაკეტის ჩამოვარდნაზეა საუბარი”, – თქვა პესკოვმა.
8 ივლისს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 40-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა. იერიშის ქვეშ მოყვა კიევი, დნიპრო, კრივოი როგი, პოკროვსკი, სლავიანსკი და კრამატორსკი. კიევში რუსეთმა ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა.
მასობრივი დაბომბვის შედეგად ში 40-მდე ადამიანის დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვია. 170-მა ადამიანმა, მათ შორის 13-მა ბავშვმა დაზიანებები მიიღო.
საერთო ჯამში დაზიანდა 100-მდე ობიექტი – ბავშვთა საავადმყოფო, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, სამშობიარო, კოლეჯი, ბიზნესცენტრი.
მსხვერპლის რაოდენობის თვალსაზრისით, 2024 წელს ეს რუსეთის ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.
რუსეთის იერიში დაგმეს გაეროში. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ეკვადორის, სლოვენიისა და -ის მოთხოვნით, აღნიშნულ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.