8 ივლისს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

8 ივლისს, უკრაინის რამდენიმე ქალაქზე ს საჰაერო ძალების საჰაერო იერიშის შედეგად ჯამში 41 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სულ მცირე 170 ადამიანი. ბოლო თვეების განმავლობაში ეს ზე ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმაა.
უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, დაიღუპა, თუმცა Reuters-ის ცნობით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაღუპულთა ჯამურმა რიცხვმა სულ მცირე 41 შეადგინა.
ს სამხედრო მეთაურების ცნობით, უკრაინის დედაქალაქში 27 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 ბავშვი, 82 კი დაშავდა.
ზელენსკის თქმით, იერიშის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაზიანდა, მათ შორის, კიევის ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო ცენტრი. ის მომხდარს თავის ტელეგრამ არხზეც გამოეხმაურა.
“რუსმა ტერორისტებმა ამისთვის პასუხი უნდა აგონ. მხოლოდ შეშფოთება ვერ შეაჩერებს ტერორს. მწუხარება არ არის იარაღი”. – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
საჰაერო თავდასხმის სამიზნე რამდენიმე ქალაქი გახდა, მათ შორის, კიევი, დნიპრო, სლოვიანსკი, კრივოი როგი და კრამატორსკი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ომის მსვლელობის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმაა უკრაინის დედაქალაქზე.
უკრაინის მთავრობამ სამშაბათი, ომის მსვლელობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი საჰაერო თავდასხმის გამო, გლოვის დღედ გამოაცხადა. მათი თქმით, ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას დასავლელი მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვის განახლებისთვის დახმარება სჭირდება.