რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს – ზელენსკი

რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს – ზელენსკი
კიევში თითქმის 24 საათია სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს – ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოს ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. ვარაუდობენ, რომ იქ ბავშვები არიან მოყოლილები. დაშავებულთა რიცხვი 170-ს აჭარბებს. დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. ამის გამო დღეს ქვეყანაში გლოვის დღეა.
ს მოთხოვნით, გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
“რუსეთს მშვიდობა უნდა ვაიძულოთ. ამის გაკეთება მხოლოდ ერთობლივად შეგვიძლია. მათთან, ვინც მსოფლიოში მშვიდობისკენ ისწრაფვის. ამისთვის მხარდაჭერა, გადაწყვეტილებები და ერთობლივი ქმედებები გვჭირდება. ს მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ჩვენ რუსეთს ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
პარალელურად, უკრაინის სამხედრო ძალების დრონებმა იერიში როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში ენერგო და ნავთობ ობიექტებზე მიიტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება

გიორგი ვაშაძე დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე – კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან კავშირში იყოს, გარდა ხელისუფლებისა? ჰოდა, ეს კითხვა იმ მეორე მხარეს დაუსვით!