აშშ და ნატოს მოკავშირეები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გამოაცხადებენ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 8 ივლისს განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მისი ნატო-ს მოკავშირეები ამ კვირაში ახალ ზომებს გამოაცხადებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. იმავე განცხადებაში ჯო ბაიდენმა შეაფასა ს „სასტიკი“ სარაკეტო დარტყმა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე, რომელსაც ათობით ადამიანის, მათ შორის რამდენიმე ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
“რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა რუსეთის სარაკეტო დარტყმები, რომელმაც დღეს ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, არის მსხვერპლი და ნგრევა ს უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოში“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
9 ივლისს დაიწყება და 11 ივლისამდე გასტანს ნატოს ვაშინგტონის სამიტი, რომლის მთავარი თემა იქნება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი. -ის პრეზიდენტის განცხადებით, ამ კვირაში ის მიიღებს ნატოს ლიდერებს ვაშინგტონში, ასევე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ს, “რათა ნათელი გახდეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ურყევია”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
სამიტის მიმდინარეობისას ორგანიზაციის 32 წევრს შორის განხილვის მთავარი თემა გახდება საკითხი, თუ რამდენად მტკიცე გარანტიები უნდა მიეწოდოს ს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სამიტამდე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია სამხედრო კონფლიქტის გაფართოების შიშით ეწინააღმდეგება წელს უკრაინის ნატოში მიწვევას.
CNN-ის ცნობით, ვაშინგტონის სამიტის ერთობლივი კომუნიკეს წინასწარი პროექტის ტექსტი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზას “შეუქცევადს” უწოდებს. ამავე დროს, არ არის მითითებული უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლო თარიღები.
ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლისთვის უკრაინას 40 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს ორ დიპლომატზე დაყრდნობით, რომელთა თქმით, ნატოს ქვეყნები ამ ვალდებულებას მომავალ კვირას ვაშინგტონში სამიტზე დაამტკიცებენ.

ასევე დაგაინტერესებთ