იაპონიის პრემიერ-მინისტრი – იაპონიას ნატო-სთან და მის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი

იაპონიას ნატო-სთან და მის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
„ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოება ერთმანეთისგან განუყოფელია. უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესია და ჩრდილოეთ კორეასთან მისი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება ამის ძლიერ შეხსენებას წარმოადგენს. იაპონიას ნატო-სთან და მის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ.
იაპონიის პრემიერის თქმით, ზოგიერთი ქვეყნის მცდელობას, დაარღვიოს დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, მსოფლიო არ უნდა შეურიგდეს. მისივე თქმით, “დღეს , ხვალ კი შეიძლება აღმოსავლეთ აზია იყოს”.
ცნობისთვის, ვაშინგტონში, ნატო-ს საიუბილეო სამიტს იაპონიასთან ერთად, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერებიც დაესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია