გიორგი ვაშაძე – თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი დაფინანსების გაყინვა ევროკავშირისგან მკაფიო გზავნილია: „გინდათ ჩვენთან ინტეგრაცია? 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ სახით სირცხვილი ჩამოირეცხეთ“

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გაყინვა „მკაფიო გზავნილია“.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებებზე დასავლეთს ობიექტური ქმედებები აქვს.
„ძალიან მკაფიო გზავნილია ევროპიდან და ამერიკიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. გინდათ ჩვენთან ინტეგრაცია? 26 ოქტომბერს სირცხვილი ჩამოირეცხეთ „ქართული ოცნების“ სახით და ყველაფერი იქნება. თუ მტრად აცხადებ, ამბობ, რომ ომი უნდათ და ა.შ. ათასს სისულელეს აბრალებ, ასევე შეთქმულების თეორიებს აბრალებ, ობიექტურია მათი მხრიდან მოქმედება. მე ვწუხვარ ამას, არ მიხარია, მაგრამ იცოდეთ, რომ 27 ოქტომბერს აღდგება 30 მილიონი, ამის გარანტიას გაძლევთ „ერთიანობის“ გამარჯვებასთან ერთად და ამას ვიზეიმებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განაცხადებთ, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა.
მისივე თქმით, „ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც”. “ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ