მიქაუტაძისთვის ბრძოლაში იტალიური კლუბიც ჩაერთო

“რომა” “მეცის” ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შეძენით დაინტერესდა, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად “ჯალოროსის” მთავარი მწვრთნელი დანიელე დე როსი ინტერესდება.
გამოცემის ინფორმაციით, “რომას” აღნიშნული ტრანსფერის გაჩარხვა გაუჭირდება, რადგან ამ მომენტისთვის მიქაუტაძისთვის ბრძოლაში “მონაკო” ლიდერობს.
შეგახსენებთ, “მეცმა” მიქაუტაძე “აიაქსიდან” 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ფრანგული კლუბი გიორგის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს მოითხოვს.