გურიაში სასტუმროს ფასების ინდექსი 48%-ით გაიზარდა – რა ღირს განთავსება 3, 4, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში

სასტუმროს ფასების ინდექსი ივნისში, მაისთან შედარებით, ყველაზე მეტად – 48.1%-ით გურიაშია გაზრდილი, მას მოსდევს აჭარაში 36%-იანი ზრდით. ფასები მოცემულ მონაკვეთში საერთოდ არ გაზრდილა რაჭაში. ამის შესახებ PMCG-ი წერს.
კვლევაში ნათქვამია, რომ 2024 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 183 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 275 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 126 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 518 ლარი შეადგინა.
გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 757 ლარი შეადგინა, კახეთში – 641 ლარი, თბილისში – 597 ლარი, ხოლო აჭარაში – 524 ლარი.
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2024 წლის ივნისში, 2024 წლის მაისთან შედარებით, 15.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 16.0%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 22.3%-ით გაიზარდა. 2024 წლის ივნისში, 2023 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 1.2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.2%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.8%-ით შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა