მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ ქართუს იმ გადადგმული ნაბიჯისთვის, რაც ჩვენი ბიჭებისთვის გააკეთეს. იცით, რომ ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლისთვის 30 მილიონი მიიღო. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ეს არის ჩვენი ბიჭების დაფასება და ზოგადად, სპორტის, ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულება […] ეს ძალიან დიდი სტიმული და უბრალოდ ჩვენი ბიჭების დაფასება და თანადგომაა.
თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი ქართუსგან ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი მიიღო.