კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს

კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 9 ივლისის დილის მდგომარეობით, დაშავებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.
„კიევზე მტრის გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა 117, გადარჩა 7 ადამიანი. 3 ლოკაციაზე შედეგების ლიკვიდაცია ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 377 მაშველი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის 76 ერთეული ტექნიკა“, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, კიევში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას