რუსეთზე დრონებით მორიგი შეტევა იყო

რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო, მათ შორის ნავთობის ბაზაზე.
ვოლგორადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის თანახმად, რუსმა სამხედროებმა დღვანდელი შეტევა მოიგერიეს, თუმცა, დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ქალაქ კალაჩის ნავთობის ბაზაზე და ქალაქ ფროლოვის ქვესადგურზე. რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ნავთობის ბაზაზე არავინ დაშავებულა.
დრონებით შეტევის გამო დროებით დახურეს ვოლგოგრადის აეროპორტი. ანალოგიურ ზომას მიმართეს ს ქალაქ ასტრახანის აეროპორტშიც. ასტრახანის ოლქის გუბერნატორმა იგორ ბაბუშკინმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ „უკრაინელმა ნაცისტებმა“ უპილოტო საფრენი აპარატებით სცადეს მასირებული შეტევა რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ობიექტებზე, თუმცა, შეტევა „წარმატებით მოიგერიეს“. გუბერნატორი ამ ობიექტებს და დრონების „მოგერიებით“ ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს არ აკონკრეტებს.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო როსტოვის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთ ელექტროქვესადგურს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, 21 დრონი გაანადგურეს როსტოვის ოლქში, 5 – ასტრახანში, 3 – ბელგოროდში, 7 – კურსკის ოლქში და 2 – ვორონეჟში. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
ს რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას