გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს რუსეთის თავდასხმაზე, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა კიევის ბავშვთა საავადმყოფოში

გაეროს უშიშროების საბჭო 9 ივლისს შეხვედრას გამართავს და განიხილავს ს სარაკეტო თავდასხმას ს ბავშვთა საავადმყოფოზე – რაც იყო ნაწილი 8 ივლისს განხორციელებული “მასშტაბური” შეტევებისა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, რასაც სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა მინიმუმ 140 პირი, აცხადებენ ოფიციალური პირები.
უშიშროების საბჭოს შეხვედრა პლატროფმაზე X გამოაცხადა ბრიტანეთის მისიამ გაეროში, რომელსაც შესაბამისი თხოვნით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, მ.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საავადმყოფოზე თავდასხმას შეეწირა 27 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაჭრილია 82 პირი.
გაეროში ბრიტანეთის ელჩი, ბარბარა ვუდვორდი თავის მხრივ პლატფორმაზე X დასძენს, რომ უშიშროების საბჭოზე ბრიტანეთი ყურადღებას გაამახვილებს
“საავადმყოფოზე რუსეთის მიერ მიტანილ ლაჩრულ და ამორალურ თავდასხმაზე”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ