კარპენტერი: ამ მომენტში, საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია. მათ შორისაა ღირსეული პარტნიორის წვრთნები და სხვა ჩართულობები, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან გვაქვს. ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით. ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად.
ასე რომ, გარკვეული შეშფოთებითა და მწუხარებით, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ მიმართულების შეცვლას. როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ზღუდავს სივრცეს ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებიც NATO-ს ალიანსს ემყარება და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ცხადია არ ვფიქრობთ, რომ ის თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის, ევროკავშირთან.
ასე რომ, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ მიმართულების, სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. მაგრამ, ამ მომენტში, საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.
თქვა -ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა.
აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო – ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა.