ნაბილა მასრალი – სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე წინასწარგანზრახული თავდასხმები შეიძლება ომის დანაშაულს წარმოადგენდეს – ამ სისასტიკეების ჩამდენებისა და თანამზრახველების პასუხისგებაში მიცემა მოხდება

სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ობიექტებზე წინასწარგანზრახული თავდასხმები, რომლებიც სამხედრო სამიზნეები არ არიან, შეიძლება ომის დანაშაულს წარმოადგენდეს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს, – რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შესახებ განცხადებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი ავრცელებს.
„სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ობიექტებზე წინასწარგანზრახული თავდასხმები, რომლებიც სამხედრო სამიზნეები არ არიან, შეიძლება ომის დანაშაულს წარმოადგენდეს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს. ეს და სხვა სამხედრო დანაშაულები საერთაშორისო გამოძიებას ექვემდებარება, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. რუსეთის ხელმძღვანელობის, ყველა მეთაურის, ამ სისასტიკეების ჩამდენებისა და თანამზრახველების პასუხისგებაში მიცემა მოხდება“, – აცხადებს ნაბილა მასრალი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, საავადმყოფოები განსაკუთრებული დაცვით სარგებლობენ და ბავშვები ლეგიტიმური სამიზნეები ვერასდროს იქნებიან.
„უკრაინის ბავშვთა მედიცინისა და ბავშვთა კიბოს მკურნალობის სიმბოლოს, „ოხმატდიტის“ მიზანში ამოღებით და ბავშვებზე თავდასხმით, რომლებიც ყველაზე დაუცველები არიან, რუსეთი კიდევ ერთხელ ავლენს თავის სისასტიკეს და იმას, რომ მშვიდობისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ აბსოლუტურად არაგულწრფელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ