კორძაია, ჯაფარიძე, ბაქრაძე და ახვლედიანი ენმ-ს ახალ პოლიტიკურ პლატფორმას უერთდებიან

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის ყრილობაზე ახალი პოლიტიკური პლატფორმა, ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის წარადგინა.
პლატფორმას უერთდებიან დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე.
“26 ოქტომბრის ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია. რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ვეძებოთ ის თუ რა გვაერთიანებს. ახლა არ არის დანაწევრების დრო. არ არის დაპირისპირების დრო. არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის – გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია”. – თქვა პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას.
ახალი პლატფორმის წევრები არიან ს წარმომადგენელი, , სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, და ენმ-ს წევრი, ც.