ვაშაძე: ჩვენი სახელია ერთიანობა, ჩვენი ნომერია 5

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი პოლიტიკური პლატფორმის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, მ თქვა, რომ პლატფორმის საარჩევნო ნომერი 5-იანი იქნება.
“ვაფუძნებთ ერთიანობის დიდ, გამარჯვების ლოდს, რომელმაც 26 ოქტომბერს, უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე. დიახ, ჩვენი სახელწოდებაა ერთიანობა, ჩვენი ნომერია 5 ნომერი, ჩვენი ლოგოა ხელის ჩამორთმევა. ჩვენ ხელს ვართმევთ, ხელს ვუწვდით აბსოლუტურად ყველას საქართველოში”. – თქვა ვაშაძემ.
ენმ-ს ახალ პოლიტიკურ პლატფორმას უერთდებიან დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე.