გია ჯაფარიძე – მინდა მოვუწოდო ყველას: სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს, ახლა არის დრო ერთიანობის – ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ ერთიანობა გადაგვარჩენს

მინდა მოვუწოდო ყველას: სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს, ახლა არის დრო ერთიანობის. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ ერთიანობა გადაგვარჩენს , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა , „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პლატფორმის წარდგენაზე განაცხადა.
გია ჯაფარიძის განცხადებით, საპარლამენტო არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, რადგან ეს არჩევნები წყვეტს, საქართველო დარჩება, როგორც თავისუფალი ქვეყანა თუ არა.
„საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზე იმყოფება. ჩვენ ან გადავრჩებით, ან დავკარგავთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან გავხდებით მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილური განვითარების, სამართლიანობის, სოციალური დაცულობის სივრცის ნაწილი, ან ჩვენ ვერ ვიქნებით. როდესაც ჩემს ქვეყანას უდგას ასეთი არჩევანი, რთული იყო დავრჩენილიყავი სახლში. გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა, შეიძლება გამოადგეს ჩემს ქვეყანას.
მგონია, რომ დღეს ალტერნატივა არ აქვს ერთიანობას. აქედან მინდა მოვუწოდო ყველას: სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს, ახლა არის დრო ერთიანობის. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ ერთიანობა გადაგვარჩენს. ჩვენ გვაქვს საკმარისი გამოცდილება, რწმენა გამარჯვების. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მახარეს არის სიმართლე და ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. ჩვენ გვჭირდება ორგანიზებულობა იმიტომ, რომ ორგანიზებულობა იგებს არჩევნებს. ეს არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არჩევნები წყვეტს, საქართველო დარჩება, როგორც თავისუფალი ქვეყანა თუ არ დარჩება. ასეთი ისტორიული მომენტის დროს ყველანი უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია