ევროპულმა საქართველომ არასამთავრობო ორგანიზაციების და რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა. პარტიაში აღნიშნაენ, რომ მათ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგი, შინაარსობრივი ალოკაციით, შემდეგია:
· ქართული ოცნება – 34.4%
· ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 16.9%
· ახალი – 12.4%
· ლელო – 8.0%
· გახარია საქართველოსთვის – 6.9%
· გირჩი-მეტი თავისუფლება/დროა – 5.1%
· ევროპული საქართველო – 4.4%
· ხალხისთვის – 2.3%
· საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 2.1%
· გირჩი – 1.9%
· საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1.8%
· მოქალაქეები – 1.6%
· საქართველოს კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო – 0.9%
· ხალხის ძალა – 0.8%
· სხვა პარტია – 0.3%
გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საუკეთესო სინერგია ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს გაერთიანებას აქვს, რომელიც 2.4%-ით მეტ შედეგს აჩვენებს, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი.
კვლევის მიხედვით, სამი ოპოზიციური ცენტრის არსებობის შემთხვევაში, ოპოზიციის ჯამური შედეგი 3.2%-ით მეტია, ვიდრე ერთიანი სიის შემთხვევაში.
კვლევის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის ნედლი შედეგებით, მოსახლეობის 21.2%-ს კითხვაზე “რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას?” პასუხის გაცემა უჭირს.
კვლევის თანახმად, თბილისის მასშტაბით პარტიული რეიტინგით 28.9% ქართულ ოცნებას, ხოლო 11.2% ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებელის გაერთიანებას მიენიჭა. გამოკითხულთა 18.6%-ს ასევე უჭირს კითხვაზე “რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას?” პასუხის გაცემა, ხოლო 6.0% აცხადებს, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდა ხმას.
· მოლაპარაკებებზე პარტიებისგან დუმილი და ზოგადი სატელევიზიო განცხადებები გვესმის
გიგა ბოკერიას თქმით, კვლევის გამოქვეყნებამდე ევროპულ საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია მხოლოდ საწყის ეტაპზე ჰქონდათ. თუმცა, ამის შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.