ისრაელის ოპოზიცია ნეთანიაჰუს მხარდაჭერას პირდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში

ისრაელის უდიდესი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელმა 8 ივლისს თქვა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარლამენტში მხარდაჭერას გამოუცხადებს, პოსტზე მისი დატოვების მიზნით – თუკი მმართველი კოალიციის წევრები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო გაერთიანებას დატოვებენ.
ნეთანიაჰუმ თავის წარმომადგენლებს ნებართვა მისცა განაახლონ მოლაპარაკება შესაძლო შეთანხმებაზე ჰამასთან – რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ – ღაზაში ომის დასრულების და 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი ისრაელელების გათავისუფლების მიზნით.
ნეთანიაჰუს კოალიციაში ულტრამემარჯვენე პარტნიორების ნაწილი აცხადებს, რომ გაერთიანებას დატოვებს თუ ომი დასრულდება ისრაელის მხრიდან ჰამასის სრულ განადგურებამდე და ყველა მძევლის გათავისუფლებამდე. კოალიციის დაშლა ნეთანიაჰუს ხელისუფლების კოლაფსს მოიტანს.
პარტია “ეშ-ატიდის” ლიდერმა, იაირ ლაპიდმა თავისი საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე თქვა – “მძევალთა შესახებ შეთანხმება მაგიდაზეა. არ არის მართალი, რომ ნეთანიაჰუს მოუწევს აირჩიოს მძევალთა საკითხსა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენას შორის”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს