ჯო ბაიდენმა „დემოკრატ“ კონგრესმენებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება

ჯო ბაიდენმა „დემოკრატ“ კონგრესმენებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება, – ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი -ის პრეზიდენტის მიერ „დემოკრატი“ კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ერთი ამოცანა გვაქვს. დავამარცხოთ . ჩვენ „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულ კონვენციამდე 42 და არჩევნებამდე 119 დღე გვაქვს. კითხვა, თუ როგორ წავიდეთ წინ, უკვე ერთ კვირაზე მეტია კარგად გაჟღერდა და დროა ეს დასრულდეს“, – წერს კონგრესმენებს.
ჯო ბაიდენი წერილში აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ გამოთქმულ შეშფოთებას არ უგულებელყოფს, მაგრამ, მისივე თქმით, მან პრაიმერიზში გაიმარჯვა და „დემოკრატიული პარტიის“ ამომრჩევლებმა თავიანთი სიტყვა უკვე თქვეს.