ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნარენდრა მოდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მოუთმენლად ველით ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას“, – წერს ნარენდრა მოდი X-ზე.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ინდოეთს შორის კავშირების განმტკიცება ორივე ქვეყნის ხალხს დიდ სარგებელს მოუტანს.
ს პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ნარენდრა მოდის შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ხვალ, 9 ივლისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ