საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ემზადება

კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა თბილისის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ლატვიაში გაემგზავრა! ბიჭები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ
ემზადებიან, რომელიც ჩრდ. მაკედონიაში 26 ივლისს დაიწყება!
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ლატვიის შეკრებაზე გაფართოებული შემადგენლობით გაემგზავრა! ბიჭებს ლატვიაში სამ სხვადასხვა ნაკრებთან მოუწევთ ამხანაგური მატჩების გამართვა!
გუნდს 2 წევრი ჯერ კიდევ აკლია. ნიკოლოზ აბულაძე ნაკრებს ლატვიაში შეუერთდება, ხოლო ავთანდილ ბახტაძე – პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, ვინაიდან ის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად იმყოფება!
9-10 ივლისი – ამხანაგური მატჩები ისრაელთან
12 ივლისი –
ამხანაგური მატჩი ლიეტუვასთან
19-20 ივლისი – ამხანაგური მატჩები ლატვიასთან
26 ივლსი- 4 აგვისტო – ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი, სკოპიე, მაკედონია
მთავარი მწვრთნელი: ლექსო ლაფანაშვილი
ასისტენტები: ანდრო ანთელიძე და ნიკოლოზ მსხალაია
ფიზმომზადების მწვრთნელი: თორნიკე გაგუა