დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ევროკავშირთან არსებული სავაჭრო შეთანხმების გადახედვას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ევროკავშირთან არსებული სავაჭრო შეთანხმების გადახედვას გეგმავს.
ედინბურგში ვიზიტის დროს მან ამ შეთანხმებას „წარუმატებელი“ უწოდა.
„მართალი ხართ, როცა ამბობთ, რომ ჩვენ გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ევროკავშირთან. ვფიქრობთ, შეგვიძლია მივიღოთ უკეთესი გარიგება, ვიდრე წარუმატებელი შეთანხმება, რომელიც ბორის ჯონსონმა ჩამოიტანა და ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
სტარმერის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს დისკუსიები ევროკავშირთან სავაჭრო და თავდაცვის კავშირების გასაძლიერებლად. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მაშინ დაიწყო, როდესაც უმაღლესი დიპლომატი საზღვარგარეთ პირველი ვიზიტით გერმანიაში, პოლონეთსა და შვედეთში ჩავიდა.