ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 8 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.14 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.16 თეთრით. 8 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7399 ლარია, ერთი ევროსი – 2.967 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.04 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი – 2.99 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა.