ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პუტინის უკანონო ომზე პასუხისმგებელ პირებს პასუხი უნდა ვაგებინოთ

რუსეთის დარტყმა კიევში, “ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოზე, უკრაინელ სამოქალაქო პირებზე საშინელი თავდასხმაა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი სოციალურ ქსელში წერს.
მინისტრი დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს და აცხადებს, რომ ს უკანონო ომზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.
„უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა ურყევია. პუტინის უკანონო ომზე პასუხისმგებელ პირებს პასუხი უნდა ვაგებინოთ“, – აცხადებს მინისტრი.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა ს ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ