კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

კიევზე ს სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„კიევში 20 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა. კერძოდ, „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. 4 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 3 ბავშვია“, – აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ, 31 ადამიანი დაიღუპა და 125 დაშავდა.