მაკრონმა გაბრიელ ატალის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ დააკმაყოფილა პრემიერმინისტრ გაბრიელ ატალის მოთხოვნა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. 7 ივლისს საფრანგეთის საპარლამენტო ს მეორე ტურში ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ 8 ივლისს იგი თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის წერილს გაუგზავნიდა. მაკრონმა ატალს სთხოვა, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის სტაბილურობისთვის დარჩეს დაკავებულ თანამდებობაზე.
როგორც ცნობილია, ელისეს სასახლეში ჯერჯერობით გენერალურ ასამბლეაში საპარლამენტო სტრუქტურების ჩამოყალიბებას ელოდებიან, რომლებიც შემდგომ ახალ მთავრობას და ახალ პრემიერმინისტრს დანიშნავენ. 8 ივლისს გაბრიელ ატალი ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში ესტუმრა და მათ სავარაუდოდ ატალის გადადგომაზე და საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრეს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე რაუნდში ყველაზე მეტი მანდატი მემარცხენეების ალიანსმა ახალმა სახალხო ფრონტმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მაკრონის კოალიცია, ხოლო მესამე ადგილზე პირველი რაუნდის გამარჯვებული მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა გავიდა. საფრანგეთის გენერალური ასამბლეა სამ ძირითად ბლოკადაა გაყოფილი და დამოუკიდებლად არც ერთ პარტიას მთავრობის ჩამოყალიბება არ შეუძლია.