იტალია რუსეთს, კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის გამო, ომის დანაშაულში ადანაშაულებს

იტალია რუსეთს, კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის გამო, ომის დანაშაულში ადანაშაულებს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.
„გაოცებული ვარ კიევში განხორციელებული დაბომბვის, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის ამსახველი სურათებით. ეს არის ომის დანაშაულები, რომლებიც უნდა დაგმოდეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ“, – წერს ტაიანი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, იტალიის მთავრობა უკრაინის და მისი ხალხის სუვერენიტეტის დაცვას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ