მე ვერ ვიტყვი, რომ ჩიხშია შესული მოლაპარაკება – ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან – მათ შორის არის, რა თქმა უნდა დროა და გირჩი, არის ახალიც, არის გარკვეული დეტალებიც, რომელიც უნდა შეჯერდეს ჯერ კიდევ, ამიტომ მე მოვერიდები ამაზე საუბარს კოლეგიალური ეთიკის დაცვით ბუნებრივია.
თქვა, პარტია ლელოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ TV პირველის ეთერში.
აქამდე, ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკურენტი პარტიების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, საუკეთესო სინერგია ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს გაერთიანებამ აჩვენა, რომელიც 2.5%-ით მეტ შედეგს დებს, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი.
ბოკერიას თქმით, ევროპულმა საქართველომ კვლევის შედეგების გაცნობამდე და ამის შემდეგაც მიმართა ამ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობას. თუმცა, მათგან მხოლოდ დუმილი და სატელევიზიო ზოგადი განცხადებები მიიღეს.