კობერიძე: გირჩი-დროას, ახალსა და ლელოს შორის საკითხების დიდი ნაწილი შეთანხმებულია

ბოლო 2-3 დღის განმავლობაში მოლაპარაკებები ძალიან სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრა ახლაც გრძელდება. ყველა მონაწილე მხარე – გირჩი-მეტი თავისუფლებაც, დროაც, ლელოც და ახალიც მოტივირებულია, რომ გადაწყვეტილება დღესვე იყოს მიღებული.
საკითხების უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია, მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა და საუბარი ამაზე მიდის. შეუთანხმებელი ფუნდამენტურად ისეთი საკითხი არ ყოფილა, რის გამოც მოლოდინი გვექნება, რომ შეთანხმება ვერ ხდება. პირიქით, მე უდიდესი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება შედგება. დიდი იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების მიღება საღამომდე მოესწრება.