ორბანის ულტრამემარჯვენე ალიანსი ევროპის პარლამენტში ჯგუფის სტატუსს მიიღებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მიერ ევროპის პარლამენტში გასულ კვირაში დაფუძნებულ ულტრამემარჯვენეთა ალიანსში საკმარისი რაოდენობის პარტიაა თავმოყრილი საიმისოდ, რომ ალიანსს ჯგუფის სტატუსი მიენიჭოს.
გასულ შაბათ-კვირას ალიანსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს ჰოლანდიის პარტიამ მშვიდობისთვის (PVV), ბელგიის პარტია Vlaams Belang-მა და ნიდერლანდების სახალხო პარტიამ.
ამ პარტიათა განცხადებები ნიშნავს, რომ შვიდი სახელმწიფოა წარმოდგენილი ალიანსში, რომელსაც “პატრიოტები ევროპისთვის” ჰქვია. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ჯგუფის დასაფუძნებლად ამ რაოდენობის მიღწევა მნიშვნელოვანი პირობაა.
ჯგუფის მანიფესტი მოიცავს ულტრამემარჯვენე ძალებისთვის ტრადიციულ ფოკუსს ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე ევროკავშირთან მიმართებით, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას და კლიმატის ცვლილებების შემცირებისთვის ევროკავშირის მიერ გატარებული ზომების შემსუბუქებას.
ორბანი აცხადებს, რომ პარტიები 8 ივლისს ბრიუსელში გამართავენ შეხვედრას.

ასევე დაგაინტერესებთ