იტალია რუსეთს, კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის გამო, ომის დანაშაულში ადანაშაულებს

იტალია რუსეთს, ს ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის გამო, ომის დანაშაულში ადანაშაულებს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი საერთაშორისო საზოგადოებას ს ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.

„გაოცებული ვარ კიევში განხორციელებული დაბომბვის, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის ამსახველი სურათებით. ეს არის ომის დანაშაულები, რომლებიც უნდა დაგმოდეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ“, – წერს ტაიანი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, იტალიის მთავრობა უკრაინის და მისი ხალხის სუვერენიტეტის დაცვას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას