ახალი გვირაბი ბაგების ხიდიდან მიმავალ ავტომანქანებს ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს

2025 წლის იანვარში იგეგმება გზისა და გვირაბის მშენებლობის დასრულება, რომელიც თბილისში, ბაგების ახალი ხიდიდან მიმავალ ავტომანქანებს პირდაპირ დააკავშირებს ქავთარაძის ქუჩასთან, შავიშვილის ქუჩის გავლით.
„პირველ მონაკვეთზე გვირაბი გაკეთდება, რომელიც შავიშვილის ქუჩას გაივლის და ქავთარაძის ქუჩას დაუკავშირდება“, – თქვა დედაქალაქის მერმა მ, რომელიც ახალი პროექტის მშენებლობას გაეცნო. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარებიც მოწყობა.
გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი, თითო მიმართულებით.
პროექტი დაახლოებით, 12 მილიონი ლარი დაჯდება.
29 მაისს, თბილისში, ბაგებისა და თსუ-ს მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის გასწვრივ, საავტომობილო ხიდი გაიხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას