მირიან მირიანაშვილი – აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნა, რომ ვაშინგტონის მოთმინება უსაზღვრო არ არის და ის ამიერიდან საქართველოს ხელისუფლების ანტიამერიკულ ნაბიჯებს არ გაატარებს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, გასულ კვირას ყაზახეთში შოსის სამიტის შედეგებზე გვინდოდა თქვენთან გვემსჯელა, მაგრამ, რადგან საქართველოში დაგეგმილ „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილეობაზე -ს თავდაცვის დეპარტამენტმა „გაურკვეველი ვადით“ გადადების შესახებ“ განაცხადა, საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ს მიერ საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებების „გაურკვეველი ვადით“ გადადება და ამით რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას ქვეყანას?
– საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებებზე აშშ-ს უარის თქმა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკის არარსებობის შემდეგ, მოსალოდნელი რეაქცია იყო.
რასაკვირველია, ეს ცუდია. ეს საქართველოს იმიჯზე, საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ წონაზე უარყოფით გავლენას ახდენს. რეგიონულ აგრესიულ სივრცეს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება რომ ამერიკამ საქართველო მიატოვა, მაგრამ, სინამდვილეში ეს ასე არ არის და მოდით, მოვლენებსაც წინ ნუ გავუსწრებთ.
რეგიონულ აგრესიულ სივრცეს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება რომ ამერიკამ საქართველო მიატოვა, მაგრამ, სინამდვილეში ეს ასე არ არის და მოდით, მოვლენებსაც წინ ნუ გავუსწრებთ
დიახ, ეს ნეგატიური ინფორმაციაა, მაგრამ არ ტრაგიკული. აშშ საქართველოს პარტნიორობიდან ამ ერთჯერადი გადაწყვეტილებებით არ ამოშლილა. შესაბამისად, მე ამ მოცემულობას აღვიქვამ ცუდ ინფორმაციად და არა ტრაგიკულად. მას არ მოჰყვება რაიმე სერიოზული გართულება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და შიდა პოზიციონირების თვალსაზრისთ არც რეგიონში საქართველოს სტატუსს არ შეეხება.
– ამ თემაზე საკმაოდ ბევრი ითქვა, მაგრამ, დამკვირვებელთა ნაწილი ყურადღებას ამახვილებს პენტაგონის განცხადების ბოლო ნაწილზე.
მასში კი ნათქვამია – „აშშ გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან. აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ წვლილს, რაც პარტნიორ საქართველოს შეაქვს სწავლებებში.“
იმავე ტექსტში ასევე ვკითხულობთ „აშშ მოუთმენლად ელის მომავალ თანამშრომლობას პარტნიორ საქართველოსთან 2025 წელს“. პენტაგონის განცხადების ეს ბოლო მონაკვეთი, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?
– ტექსტის ეს ნაწილი სწორედ ხაზგასმაა იმისა, თუ რის საფუძველზე იქნა პენტაგონში გადაწყვეტილება მიღებული. აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნა, რომ ვაშინგტონის მოთმინება უსაზღვრო არ არის და ის ამიერიდან საქართველოს ხელისუფლების ანტიამერიკულ ნაბიჯებს არ გაატარებს.
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ჩვენ ახლა ვართ იმ ზღვარზე, როცა საქართველოს ხელისუფლების თითოეულ ანტიამერიკულ განცხადებას და ნაბიჯს ექნება კონკრეტული საფასური და წონა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის ეს დამაზიანებელი იქნება. ამგვარი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ქართველი აქტორები, რომლებიც ადრე ანტიამერიკული განცხადებებით გამოირჩეოდნენ, გაცილებით უფრო პასუხისმგებლობიანი გახდებიან.
აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნა, რომ ვაშინგტონის მოთმინება უსაზღვრო არ არის და ის ამიერიდან საქართველოს ხელისუფლების ანტიამერიკულ ნაბიჯებს არ გაატარებს
ადრე მათ განცხადებებზე ამერიკას რეაქცია არ ჰქონდა, რაკი რეაქცია ახლა არის, მაგრამ, აშშ-ს რეაქცია მაინც მოზომილია, ეს მაფიქრებინებს რომ პასუხისმგებლობის განცდა საქართველოშიც გაიმარჯვებს და ჩვენ არ მივიღებთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნეგატიურ დინამიკას და მომხდარი ერთჯერადი ნაბიჯად დარჩება.
– გასულ კვირას ყაზახეთში შანხაის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტი გაიმართა. მასში მონაწილეობა ამ ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების პირველი პირების მსგავსად ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მან -რუსეთს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმებზეც ვრცლად ისაუბრა.
რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანდა, ის იყო, რომ ერთადერთი, ვისაც აეროპორტში დახვდა სამიტის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტო ტოკაევი, ეს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი იყო. სავარაუდოდ, რა შედეგებით დასრულდა ყაზახეთში შანხაის ორგანიზაციის მორიგი სამიტი?
– ამ თემაზე მედიაში ბევრი სპეკულაციებია, მაგრამ, მე მაინც დავეყრდნობი ორ გარემოებას, რომელიც ვერიფიცირებულად მიმაჩნია. პირველ რიგში ამ შეხვედრის კომუნიკეს, და მეორე – ირანული გავლენიანი წრეების შეფასებებს, რომელიც, როგორც საინფორმაციო მოცემულობა ცირკულირებს თეირანში. ძველი ურთიერთობებიდან გამომდინარე თეირანის წრეებთან საკმაო წვდომა მაქვს. ისინი არაერთგზის გადამიმოწმებია, მათ ვენდობი და ვეყრდნობი.
ყაზახეთში გამართულ შანხაის სამიტზე პრაქტიკულად გაფორმდა რუსეთის ახალი როლი. ადრე შანხაის ორგანიზაცია ფაქტობრივად, იყო რუსულ-ჩინური დომინაციის სისტემა შუა აზიაზე მორგებული. შემდეგ, ამ ორგანიზაციამ გაფართოება დაიწყო, მაგრამ, ეს იყო რუსულ-ჩინური ხელშეკრულება შუა აზიაში პოლიტიკური გავლენების გამიჯვნის შესახებ.
დღევანდელი მდგომარეობით შანხაის ორგანიზაციაში ასეთი ვითარებაა, ამ ორგანიზაციაში რუსეთი დომინანტიდან თავად გახდა ჩინეთის ერთ-ერთი სატელიტი. მართალია, ჩინეთის პრივილეგირებული და წონიანი სატელიტი, მაგრამ, მან ამ ორგანიზაციაში დომინანტის სტატუსი დაკარგა.
დღევანდელი მდგომარეობით შანხაის ორგანიზაციაში ასეთი ვითარებაა, ამ ორგანიზაციაში რუსეთი დომინანტიდან თავად გახდა ჩინეთის ერთ-ერთი სატელიტი. მართალია, ჩინეთის პრივილეგირებული და წონიანი სატელიტი, მაგრამ, მან ამ ორგანიზაციაში დომინანტის სტატუსი დაკარგა
აეროპორტში რომ ტოკაევი პუტინს არ დახვდა ამის მანიშნებელი იყო და ეს რომ ასე იქნებოდა პროტოკოლურად პუტინი ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო და იგი დათანხმდა მისი უარყოფის ამ სიმბოლურ ჟესტს. ახლა პუტინს არ აქვს ის მდგომარეობა, რომ პოლიტიკური ტლინკები ყაროს.
თუ კომუნიკეზე ირანულ შეფასებებს დავაკვირდებით, დავინახავთ ერთ რამეს – ამ სამიტზე უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით პუტინმა წარადგინა წინადადებები, რომელიც, ფაქტობრივად, უარყოფილ იქნა არა მარტო თურქეთის და ჩინეთის მიერ, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოების მიერაც. ეს კი უკვე იმას ნიშნავს, რუსეთს, ხარკოვში წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ თავის საპარტნიორო სივრცეში წონა დაეკარგა.
ასტანაში გაფორმდა რუსეთის ახალი, არც თუ ისე სახარბიელო როლი. რუსეთი ახლა გახდა რეგიონული სახელმწიფო. იგი აღარ არის ევრაზიული სივრცის დომინანტი. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ძველი პიეტეტით უყურებს, დროთა განმავლობაში ამგვარი მიდგომა ცოტა სასაცილოც გახდება
ლიდერების შეხვედრაზე უკრაინის საკითხი დღის წესრიგიდანაც კი იქნა ამოღებული. და ეს მოხდა რუსეთის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად. პუტინის ინიციატივები დადებითად კი არ შეაფასეს, საერთოდ არ განიხილეს. შეიძლება ითქვას, რომ პუტინისადმი ასეთი უდიერი დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის საგულისხმო უნდა ყოფილიყო. ახლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რამხელა სხვაობაა 23 წლის წლის წინანდელ მოცემულობებთან შედარებით.
ამიტომ ვამბობ, რომ ასტანაში გაფორმდა რუსეთის ახალი, არც თუ ისე სახარბიელო როლი. რუსეთი ახლა გახდა რეგიონული სახელმწიფო. იგი აღარ არის ევრაზიული სივრცის დომინანტი. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ძველი პიეტეტით უყურებს, დროთა განმავლობაში ამგვარი მიდგომა ცოტა სასაცილოც გახდება.
– სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ხელი მოეწერა აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.
საუბარია ისეთ დეკლარაციაზე, რომელიც საქართველოს ჩინეთთან აქვს გაფორმებული.
როცა აზერბაიჯანს ისეთი ძლიერი მოკავშირე ჰყავს, როგორიც თურქეთია და რომელიც ნატოს წევრია, არ აქვს პრობლემები რუსეთთან და თან მოსკოვთან აქტიური მოკავშირეობით და ანკარის ხელშეწყობით მოგვარებული აქვს მთიანი ყარაბაღის პრობლემა, სავარაუდოდ, რაში დასჭირდა ბაქოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობისკენ ნაბიჯის გადადგმა?
– ბაქო ცდილობს, საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი თავი წარუდგინოს როგორც რეგიონული ლიდერი – კავკასიაში პოლიტიკური პროცესების დამლაგებელი.
ამ დღეებში სომხებისგან განთავისუფლებულ ქალაქ შუშაში ჩატარდა თურქულენოვანი სახელმწიფოების ლიდერების კონგრესი. არ ესწრებოდა მხოლოდ ერდოღანი, რომელიც გერმანიაში თურქეთ-ჰოლანდიის მატჩის დასასწრებად იყო წასული. ამ კონგრეს თურქეთიდან ვიცე-პრეზიდენტი დაესწრო. აქ ყო ჩასული ყველა თურქმენეთის პრეზიდენტის გარდა. გარდა ამისა, ჩასული იყო უნგრეთის პრეზიდენტი ორბანი, რომელიც ამ კონგრესის მეთვალყურე წევრად ითვლება. ასეა, რადგან, ერთ-ერთი ვერსიით, უნგრელები თურქული წარმოშობის ხალხია.
მე ხაზგასმით და დაჟინებით მოუწოდებდი საქართველოს ხელისუფლებას ყურადღება მიაქციოს პრეზიდენტ ალიევის რიტორიკის აგრესიულობის ზრდას და აქედან დასკვნები გააკეთოს, რადგან აზერბაიჯანის აგრესიულობა, შესაძლოა, პრობლემად იქცეს
თუ ჩვენ თვალს მივადევნებთ ალიევის განცხადებებს, დასავლეთი მას და აზერბაიჯანს არა მარტო ნავთობისა და გაზის ტრანზიტის საკითხებზე და სომხეთთან ურთიერთობის საკითხებზე უნდა ესაუბროს, არამედ, როგორ რეგიონულ ლიდერ ქვეყანას.
მე რამდენადაც ვიცი, ალიევი ჩინეთის ხელმძღვანელობას სთხოვდა ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილ დეკლარაციაში ყოფილიყო მუხლი აზერბაიჯანის ახალი როლის შესახებ სამხრეთ კავკასიაში. როგორც ვიცი პეკინმა მას ამაზე უარი უთხრა.
მე ხაზგასმით და დაჟინებით მოუწოდებდი საქართველოს ხელისუფლებას ყურადღება მიაქციოს პრეზიდენტ ალიევის რიტორიკის აგრესიულობის ზრდას და აქედან დასკვნები გააკეთოს, რადგან აზერბაიჯანის აგრესიულობა, შესაძლოა, პრობლემად იქცეს. ჩვენთვის ესაა მნიშვნელოვანი და ის, რომ აზერბაიჯანმა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.
– ბრძანეთ, რომ შანხაის ყაზახეთის სამიტზე პუტინის ინიციატივები უკრაინასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ განუხილავთ.
ზოგადად ვიცით, რომ შანხაის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ბევრი თვალსაზრისით ეწინააღმდეგებიან კოლექტიურ დასავლეთს და მათსავე სამხედრო -პოლიტიკურ ბლოკ – ნატოს.
მაგრამ, გასულ კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე აშშ-ში იმყოფებოდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კოლოკოლცევი, რომელმაც შტატებში პუტინის წერილი ჩაიტანა. როგორც ამბობენ, პუტინის წერილში საუბარია უკრაინასთან ომის სამშვიდობო გეგმებზე.
სავარაუდოდ, უკრაინის თემაზე რა გეგმებს სთავაზობს პუტინი ვაშინგტონს ს ზურგს უკან?
– ასტანაში უკრაინაზე პუტინის სამშვიდობო ინიციატივებს დაემთხვა კოლოკოლცევის ვიზიტი აშშ-ში. ანუ, პუტინმა ასტანაში ჩაიტანა ფიქციური გეგმა, ხოლო რეალური გეგმა ვაშინგტონში გააგზავნა. სწორედ ამან გამოიწვია ასტანაში პირადად ჩინეთის პრეზიდენტის უკმაყოფილება. ამიტომაც იყო, რომ პუტინის ინიციატივების განხილვის თემა სამიტის დღის წესრიგიდან ამოიღეს.
პუტინის შოსის სამიტზე უკრაინის თემის განხილვა თავისი პოლიტიკური პოზიციის გასაძლიერებლად უნდოდა. პუტინს უნდოდა ვაშინგტონისთვის შეექმნა ილუზია, რომ ჩინეთი და მთელი შანხაის ორგანიზაცია მას მხარს უჭერს. პუტინს ეს პოლიტიკური კულინარია ჩაუვარდა.
ასტანაში უკრაინაზე პუტინის სამშვიდობო ინიციატივებს დაემთხვა კოლოკოლცევის ვიზიტი აშშ-ში. ანუ, პუტინმა ასტანაში ჩაიტანა ფიქციური გეგმა, ხოლო რეალური გეგმა ვაშინგტონში გააგზავნა. სწორედ ამან გამოიწვია ასტანაში პირადად ჩინეთის პრეზიდენტის უკმაყოფილება. ამიტომაც იყო, რომ პუტინის ინიციატივების განხილვის თემა სამიტის დღის წესრიგიდან ამოიღეს
რაც შეეხება კოლოკოლცევის ვიზიტს აშშ-ში. კოლოკოლცევის მიერ ვაშინგტონში ჩატანილი პუტინის სამშვიდობო გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით, ყველაზე უფრო დათმობებით გაჯერებული გეგმაა. იგი გულისხმობს ყირიმზე უკრაინისა და რუსეთის ერთობლივ მართვაზე, საუბარია ს დემილიტარიზაციაზე, ქალაქი სევასტოპოლი დარჩება რუსეთის მმართველობაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან დაკავშირებით არსებული ვითარების დატოვება.
ეს გეგმა რუსეთს რომ წელიწად ნახევრის უკან წარედგინა, პუტინი ზავს მიაღწევდა. ახლა რომ ამბობს სტამბულის შეთანხმებებზე მზად ვარო, მაშინ ყირიმზე საუბარი საერთოდ არ იყო. ახლა სხვა ვითარებაა და მსოფლიო სწრაფად იცვლება.
კოლოკოლცევის მიერ ვაშინგტონში ჩატანილი პუტინის სამშვიდობო გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით, ყველაზე უფრო დათმობებით გაჯერებული გეგმაა
ახლა ირანში პრეზიდენტად აირჩიეს ადამიანი, რომელიც თავის წინასაარჩევნო კამპანიაში აკრიტიკებდა რუსეთს. თავის დროზე იგი ირანის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. ირანში საქმიანობისას მქონია მასთან შეხვედრა. ის ხშირად ხვდებოდა ირანში მომუშავე უცხოურ კომპანიებს.
ფაქტობრივად, ირანის პოლიტიკურმა ელიტამ პრეზიდენტად აირჩია ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად არის პროდასავლურად და პროამერიკულად განწყობილი. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსულ-ირანული პოლიტიკური ფლირტი დამთავრდება. ირანის სამხედრო დახმარება რუსეთისათვის მალე განულდება. ირანის სახით რუსეთი უკრაინასთან ომში სერიოზულ საყრდენს დაკარგავს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ზავი რაც შეიძლება მალე უნდა დადოს.
ფაქტობრივად, ირანის პოლიტიკურმა ელიტამ პრეზიდენტად აირჩია ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად არის პროდასავლურად და პროამერიკულად განწყობილი. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსულ-ირანული პოლიტიკური ფლირტი დამთავრდება. ირანის სამხედრო დახმარება რუსეთისათვის მალე განულდება. ირანის სახით რუსეთი უკრაინასთან ომში სერიოზულ საყრდენს დაკარგავს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ზავი რაც შეიძლება მალე უნდა დადოს
საფრანგეთში ელოდებოდნენ ულტრამემარჯვენეებისა და ლე პენი გამარჯვებას, მაგრამ, ამ თ პუტინისთვის კიდევ უფრო დიდი ფიასკო მოხდა, ვიდრე ევროპარლამენტის არჩევნებზე. ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიოში რაღაც დაუძლეველი ძალა აყალიბებს მსოფლიოს პოლიტიკურ ხდომილებებს და მოცემულობებს ისე, რომ პრორუსული ძალების მსოფლიო პოლიტიკაში პერმანენტულად დამცრობილი ხდება.
რუსეთი არა მარტო ჩრდილეთ კორეის იმედად დარჩა სასაცილო როლში, არამედ უკვე ხავსს ეკიდება. ვიეტნამში პუტინის ვიზიტისას იგი ვიეტნამელებს დაჰპირდა თუ 300 ათასი ჯარისკაცით დამეხმარებით უკრაინაში, ატომურ ბომბს და რაკეტების ტექნოლოგიებს გადმოგცემთო. პუტინი არა მხოლოდ ავანტიურებზე მიდის, მიდის ისეთ ავანტიურებზეც, რაც თავისი არსით ანტიჩინურიცაა.
ვიეტნამს ატომური იარაღი შესაძლოა მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ სჭირდებოდეს, რადგან ვიეტნამის სამხედრო დოქტრინა ერთადერთ მტრად სწორედ ჩინეთს მოიაზრებს. ასეა რადგან ჩინეთსა და ვიეტნამს ერთმანეთში დავები აქვთ როგორ ხმელეთზე, ისე ზღვაზე.
რუსეთი არა მარტო ჩრდილეთ კორეის იმედად დარჩა სასაცილო როლში, არამედ უკვე ხავსს ეკიდება. ვიეტნამში პუტინის ვიზიტისას იგი ვიეტნამელებს დაჰპირდა თუ 300 ათასი ჯარისკაცით დამეხმარებით უკრაინაში, ატომურ ბომბს და რაკეტების ტექნოლოგიებს გადმოგცემთო. პუტინი არა მხოლოდ ავანტიურებზე მიდის, მიდის ისეთ ავანტიურებზეც, რაც თავისი არსით ანტიჩინურიცაა
კოლოკოლცევის ვაშინგტონში ვიზიტისას ანტიჩინური ელემენტებიც გამოჩნდა. რუსეთი ამერიკისაგან ნორმალური ზავის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას ჩაეხსნას ჩინეთს. რუსეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არა მხოლოდ კონვულსიური ნაბიჯია. რუსეთის ხელისუფლებაში იზრდება ანტიჩინური განწყობები, რომლის არგათვალისწინება პუტინს უკვე აღარ შეუძლია. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ამერიკასთან ომში ჩინეთმა რუსეთი გადააგდო.
ერთი მხრივ ხდება რუსეთის იზოლაცია, ხოლო მეორე მხრივ რუსეთის ხელისუფლებაში იზრდება ანტიჩინური განწყობები. ამ მოცემულობის შედეგია კოლოკოლცევის ამერიკაში ვიზიტი, მაგრამ, პუტინის შეთავაზებები უკვე აღარ შეესაბამება რეალობას, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთისაგან კიდევ უფრო მეტ დათმობებს ითხოვენ.
პუტინის შეთავაზებები უკვე აღარ შეესაბამება რეალობას, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთისაგან კიდევ უფრო მეტ დათმობებს ითხოვენ
არაა გამორიცხული, ჩვენ უახლოეს მომავალში კოლოკოლცევის მიერ რუსეთის მხრიდან ახალ შეთავაზებებზე ვისაუბროთ. ასე თუნდა იმის გამო, რომ რუსეთის საგარეო მდგომარეობა დრამატულად უარესდება.
– თუ მოვლენათა განვითარების ამგვარი დინამიკა გაგრძელდა, არაა გამორიცხული მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის თემად იქცეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემებიც…
– რუსეთი უკვე მზადაა ყირიმის დელიმიტაციაზე და უკრაინასთან ერთად ყირიმის თანამფლობელობაზე დათანხმდეს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთი უარს ამბობს შავ ზღვაზე სამხედრო-პოლიტიკურ დომინაციაზე, რადგან რუსეთს ამის რესურსი არ აქვს და ეს ყველასთვის თვალსაჩინოა.
ეს ს თემის წამოწევის უნიკალურ შანსს გვაძლევს. შეიძლება ითქვას, ახლა წყდება აფხაზეთის ბედი. ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია დაუყოვნებლივ აღადგინოს ამერიკულ მხარესთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, რადგან, შავ ზღვაზე რუსეთის დამცრობა ამერიკელთა ინტერესშიცაა.
შეიძლება ითქვას, ახლა წყდება აფხაზეთის ბედი. ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია დაუყოვნებლივ აღადგინოს ამერიკულ მხარესთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, რადგან, შავ ზღვაზე რუსეთის დამცრობა ამერიკელთა ინტერესშიცაა
უნდა ვიცოდეთ, რომ პერსონალურად საქართველოსთვის ზავს რუსეთთან არავინ გააფორმებს. აფხაზეთის თემა ამერიკა-რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში უნდა აღმოჩნდეს, დღეს ამის შანსი იკვეთება და ამ შანსის ხელიდან გაშვება პოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა.
– მოახლოებული არჩევნების ფონზე გვერდს ვერ აუვლით საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს.
მხედველობაში მაქვს ის პროცესი, რაც უკავშირდება იმას, თუ რა კონფიგურაციით გამოვა არჩევნებზე ხელისუფლების ოპოზიცია. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ხელისუფლების ოპოზიციურ ფლანგზე ხდება?
– მე ცოტა სხვა რაკურსით შევხედავ ამ სიტუაციას. საქართველოს პოლიტიკური ელიტა, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია გაირინდა ლილუაშვილის ამერიკაში ვიზიტის შეცნობამდე. ლილუაშვილი ივანიშვილის ტრადიციული კომუნიკატორია, იგი ამერიკაში ყოველ წლიურად დადის და ხვდება ძალოვანი უწყებებისა და სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
საქართველოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები მისი მონაწილეობით ირჩევა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ლილუაშვილს ბოლტონი შეხვდა და მაშინ გადაწყდა რომ გრიგოლ ვაშაძე არ უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი.
დღესაც ეს რეალობაა – ივანიშვილი აშშ-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ითხოვს მისი მდგომარეობის და როლის გამოკვეთას. მას აინტერესებს ორი რამ – 1. გარანტირებულია თუ არა არჩევნების ლეგიტიმაცია აშშ-ს ხელმძღვანელობის მიერ და 2. რა რეაქცია ექნებათ მათ, ივანიშვილის პრეზიდენტობაზე.
დღესაც ეს რეალობაა – ივანიშვილი აშშ-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ითხოვს მისი მდგომარეობის და როლის გამოკვეთას. მას აინტერესებს ორი რამ – 1. გარანტირებულია თუ არა არჩევნების ლეგიტიმაცია აშშ-ს ხელმძღვანელობის მიერ და 2. რა რეაქცია ექნებათ მათ, ივანიშვილის პრეზიდენტობაზე
ამერიკელების მიერ ამ ორ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ დაიწყება საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი. ახლა ამ კითხვებზე ამერიკის პასუხს ელოდება.
– ძნელი სათქმელია ამერიკელებისადმი ამ ორ კითხვაზე ლილუაშვილმა რა პასუხი ჩამოიტანა, მაგრამ, თუ ისევ ჩვენი საუბრის პირველ თემას დავუბრუნდებით, მხედველობაში მაქვს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, რომ აშშ-მ „გაურკვეველი ვადით“ უარი თქვა საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობაზე, ანუ, პასუხი ნაწილობრივ მიღებულად შეიძლება ჩაითვალოს?
– ის გახლდათ პენტაგონის განცხადება. ის კითხვები, რაზეც მე მოგახსენებთ ჩვენ პასუხები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან უნდა მივიღოთ. ეს სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაციების საკითხებია.
რაც შეეხება ოპოზიციურ ფრთაზე გადალაგებებს, ეს ყველაფერი რეალურად მოხდება მას შემდეგ, რაც ქართული ოპოზიცია დაინახავს აშშ-სგან სადმი დამოკიდებულებას.
თუ ოპოზიციამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური ქოლგაა, მაშინ ჩამოყალიბდება ოპოზიციის ერთიანი სია. თუ დაინახეს, რომ აშშ წინასაარჩევნო ფსონს ზურაბიშვილზე არ დებს, მაშინ ოპოზიცია არჩევნებზე რამდენიმე სიით გამოვა და ისინი ორიენტირებული იქნებიან სხვადასხვა პოლიტიკურ როლებზე.
თუ ოპოზიციამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური ქოლგაა, მაშინ ჩამოყალიბდება ოპოზიციის ერთიანი სია. თუ დაინახეს, რომ აშშ წინასაარჩევნო ფსონს ზურაბიშვილზე არ დებს, მაშინ ოპოზიცია არჩევნებზე რამდენიმე სიით გამოვა და ისინი ორიენტირებული იქნებიან სხვადასხვა პოლიტიკურ როლებზე
რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, მინდა ჩემი საკუთარი შთაბეჭდილება დავაფიქსირო – უკვე გამოიკვეთა, რომ ჩვენს არჩევნებს არ ექნება მთავარი მნიშვნელობა. ასეა, რადგან 5 ნოემბერს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამერიკის ელიტა საქართველოს საკითხით ვერ დაინტერესდება. საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ბევრი რამ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში გაირკვევა.
ჩვენ დრამატული, მაგრამ ძალიან რთულად შესაცნობი საარჩევნო პერიოდი გველოდება, საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას გაცილებით მეტი პოლიტიკური ნება მართებთ იმისთვის, რომ საქართველომ ეს პერიოდი დანაკარგების გარეშე გაიაროს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ