რუსეთის საჰაერო ძალებმა კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს

8 ივლისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, ს მორიგი სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა და 8 კი დაიღუპა.
დაბომბილია ბავშვთა საავადმყოფო ოხმადტეტი, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ. ამჟამად დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხებზე ს მერი ვიტალი კლიჩკო და კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი პოპკო ავრცელებენ. კლიჩკოს თქმით, ომის მსვლელობის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმაა უკრაინის დედაქალაქზე.
8 ივლისის დილას, უკრაინის შეიარაღებულმა საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ოლენიას აეროდრომიდან ცაში Ту-95 ტიპის სარაკეტო ბომბდამშენები გაუშვა. მოგვიანებით, უკრაინის ტერიტორიის მასშტაბით საჰაერო იერიშის განგაში გავრცელდა. კიევზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ნამსხვრევები სოლომენსკის, დნეპროვსკის, დარნიცკის, დესნიანსკის, შევჩენკოვსკის და გოლოსევსკის რაიონებში დაეცა.