უკრაინაში რუსების სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, რუსების მიერ დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.
კიევის საქალაქო ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 25 დაშავდა.
კრივი-რიჰის მერის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, ქალაქში 10 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში კი, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინას 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტიეს.
„რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე. სხვადასხვა ქალაქები – , დნიპრო, კრივი რიჰი, სლოვიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რუსეთის თავდასხმებს წერტილი მთელმა მსოფლიომ ერთიანი ძალისხმევით უნდა დაუსვას.
„მთელმა მსოფლიომ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი მონდომება, რათა საბოლოოდ დაასრულოს რუსულ დარტყმები. პუტინს მოაქვს მკვლელობა. ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია მოვიტანოთ ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…