ღაზაში ისრაელის იერიშს ჰამასის მაღალი რანგის თანამდებობის პირი ემსხვერპლა

ქალაქ ღაზაში ს საჰაერო თავდასხმას ჰამასის მაღალი რანგის თანამდებობის პირი, ეჰაბ ალ-ღუსეინი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში ქალაქ ღაზაში სკოლის შენობაზე მიიტანეს, სადაც ოთხი ტერორისტი, მათ შორის ეჰაბ ალ-ღუსეინი იმალებოდა.
BBC-ის ინფორმაციით, ეჰაბ ალ-ღუსეინი ჰამასის მთავრობაში თანამდებობაზე სამი თვის წინ დაინიშნა. აქამდე ალ-ღუსეინი ჰამასის ადმინისტრაციაში შრომის მინისტრის მოადგილე და ჰამასის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ იერიშამდე მიიღეს ზომები, რათა სკოლაში სამოქალაქო პირების დაღუპვის რიკი მინიმუმამდე დაეყვანათ. როგორც ცნობილია, ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს სკოლის შენობის პირველ სართულზე ორ საკლასო ოთახზე.