რატომ დატოვა ნანა ლეჟავამ TV24?

ტელეკომპანია TV24 დატოვა არხის დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანმა, ნანა ლეჟავამ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, იმედა დარსალიამ დაუდასტურა.
„[გადაწყვეტილება] არ ეხება სარედაქციო პოლიტიკას. მიიღო გადაწყვეტილება, რომ არანაირი ფორმით არ დარჩეს არხზე“, – ამბობს იმედა დარსალია.
საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას უდასტურებს ინფორმაციას, რომ ნანა ლეჟავამ გადაწყვეტილება ფინანსური საკითხების გამო მიიღო, თუმცა უარყოფს, რომ არხის თანამშრომლებს ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ:
„პირველი თვის ხელფასი ჩაირიცხა, მეორე თვის დღეს ირიცხება…“ – ამბობს დარსალია.
TV24-მა მაუწყებლობა ერთი თვის წინ დაიწყო. ტელევიზია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, შოთა შალელაშვილის ცოლს, ირმა ფიჩხაძეს ეკუთვნის. შალელაშვილმა ჯერ კიდევ მაუწყებლობის დაწყებამდე ნეტგაზეთს უთხრა, რომ ის და მისი ცოლი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?