რუსეთის ჯარებმა ორშაბათს მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე

რუსეთის ჯარებმა ორშაბათს მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე. ამის შესახებ იუწყებიან უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა, მედია და ტელეგრამის არხები.
როგორც იტყობინებიან, რაკეტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. კიევში ისმოდა აფეთქებები. ხელისუფლების თანახმად, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემები. ასევე, დაუდასტურებელი მონაცემებით, გაშვებულია ბალისტიკური რაკეტებიც.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დაშავებულები არიან ქალაქის სოლომენსკის რაიონში. უკრაინის ტელეგრამის არხები წერენ „ძლიერი დაკვამლიანების“ შესახებ კიევში მომხდარი აფეთქებების შემდეგ. ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა ქალაქის რამდენიმე რაიონში, გაჩნდა ხანძარი. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან.
ასევე იტყობინებიან აფეთქებების შესახებ კროპივიცკისა და კრივოი-როგში, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წუხელ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ქვეყნის ტერიტორიის წინააღმდეგ გაშვებული ექვსი რაკეტიდან სამის ჩამოგდება.
რუსეთის სამხედროებს სარაკეტო დარტყმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი