მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის, მე დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის – მომწამლეს, იატაკზე მათრიეს, მირტყეს, მაგრამ მაინც დავდექი ფეხზე – საქართველოც ჩამოიბერტყავს ტალახს და გააგრძელებს წინ მოძრაობას

ჩვენი ბრძოლა არის “განწირული” გამარჯვებისთვის, ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის, მე პირადად დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის. კი, მომწამლეს, კი ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს, იატაკზე მათრიეს, მირტყეს, მაგრამ მაინც დავდექი ფეხზე, დავდგები კიდევ, როგორც საქართველო აუცილებლად დადგება ფეხზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია და ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანა დაიბრუნებს ძველ ბრწყინვალებას.
„მე მჯერა საქართველოს ბრწყინვალების, მჯერა საქართველოს სიდიადის, მე მჯერა საქართველოს და თითოეული ქართველის ძალიან დიდი მომავლის, ამაში ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს. ჩვენ მოვახერხებთ ამას, ჩვენი მომავალი არის ჩვენს ხელში და ჩვენი ბრძოლა არის “განწირული” გამარჯვებისთვის. ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის, მე პირადად დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის. კი, მომწამლეს, კი ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს, იატაკზე მათრიეს, მირტყეს, მაგრამ მაინც დავდექი ფეხზე, დავდგები კიდევ, როგორც საქართველო აუცილებლად დადგება ფეხზე ამ 12- წლიანი შურისძიების, ბოროტების, სიბნელის, პროპაგანდის, რუსული ნარატივების მიუხედავად. ჩამოიბერტყავს ტალახს და გააგრძელებს წინ მოძრაობას.
მე მინდა გისურვოთ წარმატება. ჩვენ ახლა გვჭირდება ნამდვილი ნაციონალური მობილიზაცია, ჩვენ გვჭირდება თითოეულ ადამიანთან მისვლა. ჩათვალეთ, რომ თქვენთან ერთად მივდივარ ამ ადამიანებთან. საქართველო გაიმარჯვებს, თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს, ჩვენი ბრწყინვალება აღდგება და საქართველო დაუბრუნდება ოქროს ხანას. საქართველო იქნება ძალიან მაგარი ქვეყანა, შესაშური მთელი მსოფლიოსთვის, როგორც იყო, ამერიკის პრეზიდენტს როცა ვაცეკვებდით ჩვენთან, აბანოთუბანში. ჩვენ აღარ ვიქნებით არავის დასაცინი, როგორც დღეს ვართ და არავის ხელსაკრავი. საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – განაცხადა სააკაშვილმა.