არარეზიდენტების სახაზინო სახსრები ივნისში 19.3%-ით შემცირდა – Galt&Taggart

არარეზიდენტების სახაზინო სახსრები 2024 წლის ივნისში 19.3%-ით შემცირდა და 205.7 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, არარეზიდენტების წილი მთლიან სახაზინო სახსრებში 2.4%-მდე დაეცა, – ამის შესახებ Galt&Taggart-ი 2024 წლის ივნისის თვის რეგიონალური ფიქსირებული შემოსავლის ბაზრის მონიტორინგში წერს.
Galt & Taggart-ის მიხედვით, 2024 წლის ივნისში გაიყიდა 217,6 მლნ ლარის სახაზინო ობლიგაციები და 40 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულბები.
რაც შეეხებასაპროცენტო განაკვეთებს, წინა თვეებთან შედარებით გაიზარდა ყველა ინსტრუმენტისთვის, გარდა 6-თვიანი და 1-წლიანი სახაზინო ვალდებულებებისა.
საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები ივნისში ასეთი იყო: 10-წლიანი – 9.950%, 5-წლიანი – 9.631%, 2-წლიანი – 8.119%, 1-წლიანი – 7.948% და 6-თვიანი – 7.988%.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა