ლარის სიმბოლო 10 წლისაა

10 წლის წინ, 2014 წლის 7 ივლისს, ეროვნული ბანკის საბჭომ ქართული ფულის, ლარის სიმბოლო – ₾ დაამტკიცა.
ლარის სიმბოლო ქართულ ანბანს ეფუძნება. მას აქვს ყველასთვის ნაცნობი, უნივერსალური ელემენტი – ორი პარალელური ხაზი. უნიკალური მოხაზულობა კი, სხვა ვალუტის გრაფიკული ნიშნებისგან გამოარჩევს. სებ-ის მიერ, ასევე, შემუშავდა სპეციალური შრიფტი – “Lari Symbol”.
ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. შეიქმნა დროებითი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ეროვნული ბანკის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები. ლარის სიმბოლო ეფუძნება ქართული ერთ თაღიანი ასო „ლასის” გრაფიკულ მოხაზულობას.
გამარჯვებული სიმბოლოს ავტორი პროფესიით მხატვარ-კერამიკოსი მალხაზ შველიძეა. ლარის სიმბოლოს შესარჩევმა დროებითმა კომისიამ დაასახელა გამარჯვებული სიმბოლოს კონცეფციის თანაავტორები: დავით ბირმანი, ალექსანდრე სუკიასოვი, ავთანდილ შარვაშიძე, აკაკი რაზმაძე, გიორგი კურტანიძე, ზურაბ გიორგაძე, დავით ვირაბიანი, გიორგი ბოხუა, გიორგი ქოქრაშვილი, კახაბერ კობიძე, ლაშა დანელია, ივანე მგალობლიშვილი, გოჩა ჩოგოვაძე, დავითი ბეიტრიშვილი, თენგიზ გოგოლაშვილი, ილია მარტაშვილი, ანატოლი გიორგაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა