საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზ „ტონუსის“ მოცურავეებმა ლიეტუვას ღია ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდის წევრებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, საცურაო აუზ „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდის წევრებმა, საქართველოს კადეტთა ნაკრების შემადგენლობაში, 2008 წლის ჩათვლით დაბადებულ სპორტსმენთა შორის ასაკობრივ ჯგუფებში, ლიეტუვას ღია ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს.
„ტონუსის“ მოცურავეებმა: 2009 წელს დაბადებულმა აკაკი მღებრიშვილმა 200-მეტრიან დისტანციაზე ბრასით ცურვაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო სალი შარბაევამ თავისუფალი სტილით ცურვაში 200 და 400-მეტრიან დისტანციებზე – ორი ვერცხლის მედალი.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეები საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ტურნირსა და შეჯიბრზე წარმატებებს აღწევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?